უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ამ ეტაპზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს, რადგან აგრესორი სახელმწიფოს ლიდერს არ სურს დიპლომატიური გზით უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის დასრულება. ამის შესახებ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ეს არ არის მხოლოდ კომპრომისები პუტინთან, არამედ პრინციპში პუტინთან დიალოგს დღეს... აზრი არ აქვს.
რადგან მას არ სურს ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს. როგორც ჩანს, დიპლომატიურად მზადა, მაგრამ მას ამავდროულად {სურს} ჩვენი მიწის 30%. ვფიქრობ, რომ ჩვენ მას ამ თამაშში არ უნდა ავყვეთ“, - თქვა ზელენსკიმ
ზელენკსიმ კონფერენციაზე ასევე ახსენა, რომ მას აქვს რუსეთთან ომის დასრულების გეგმა, რომელსაც ის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს, დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს გადასცემს.