უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.
მისი თქმით, ამ გეგმას სექტემბერში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუდგენ, რომელიც მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და მას ასევე გადასცემს აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს. ამის შესახებ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
”მაქვს უკრაინის გამარჯვების გეგმა, ყველაფრის თქმა არ შემიძლია შემიძლია, მაგრამ ერთ-ერთი მიმართულება, რომლის ნაწილი უკვე შესრულებულია, არის კურსკის ოლქი.
მეორე არის უკრაინის სტრატეგიული ადგილი მსოფლიო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურაში.
მესამე მიმართულება არის მძლავრი პაკეტი, რომელიც აიძულებს რუსეთს დაასრულოს ომი დიპლომატიური გზით.
მეოთხე მიმართულება კი ეკონომიკურია. ამ ყველაფერზე დეტალურად არ ვისაუბრებ. გეგმა მზად არის.
სამართლიანი იქნება, რომ ეს გეგმა ჯერ შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარვუდგინო.
ამ გეგმის წარმატება მასზეა დამოკიდებული, მოგვცემენ თუ არა იმას, რაც ამ გეგმაშია... და ვფიქრობ, სექტემბერში მას შეხვედრაზე წარვუდგენ ამ გეგმას.
და ვფიქრობ, სწორი იქნება, რომ ეს გეგმა კამალა ჰარისსაც და დონალდ ტრამპსაც გადავცე.
რადგან ჩვენ არ ვიცით ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი. და მე ნამდვილად მსურს ამ გეგმის შესრულება,” - განაცხადა ზელენსკიმ.