საქართველოს უნივერსიტეტი და რუსთაველის თეატრი 15 იანვარს აბიტურიენტებს უილიამ შექსპირის ცნობილ სპექტაკლზე "შობის მეთორმეტე ღამე, ანუ როგორც გენებოთ" იწვევს. აღნიშნულ სპექტაკლს თბილისის ყველა სკოლის წარჩინებული აბიტურიენტები დაესწრებიან.
სპექტაკლის დაწყებამდე აბიტურიენტებს საქართველოს უნივერისტეტის რექტორი მანანა სანაძე და თეატრის მსახიობები შეხვდებიან. წარმოდგენას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და მისი მოადგილეები დაესწრებიან.
როგორც მანანა სანაძე აცხადებს, საქართველოს უნივერსიტეტი სკოლებთან მჭიდროდ თანამშრომლობს. აღნიშნული სექტაკლი მომავალი სტუდენტებისთვის საახალწლო საჩუქარია.
შეგახსენებთ, რომ უნივერსიტეტი პოტენციური სტუდენტებისთვის ექსკლუზიურ ღონისძიებებს პერიოდულად მართავს.