უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას.
კანონი ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემა „უკრაინის ხმაში“ გამოქვეყნდა.
აღნიშნულია, რომ კანონის მიზანია აკრძალოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და მასთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა უკრაინაში, აკრძალოს „რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის პროპაგანდა, კერძოდ, აკრძალულია რელიგიური ორგანიზაციების გამოყენება ამ იდეოლოგიის გასაძლიერებლად.