აშშ-ის არიზონას შტატის კოჩიზის ოლქის პოლიციამ დააკავა 66 წლის რონალდ სივრუდი, რომელიც მანამდე სოციალური ქსელების საშუალებით მოკვლით არაერთხელ დაემუქრა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპს.
ამის შესახებ შერიფის ოფისში განაცხადეს.
სივრუდის დაკავება მოხდა 22 აგვისტოს, იმავე დღეს, როდესაც ტრამპი ოლქში ჩავიდა, რათა აშშ-მექსიკის საზღვარზე, მისი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსულიყო.
CNN აღნიშნავს, რომ სივრუდმა ბოლო რამდენიმე კვირაში გამოაქვეყნა სულ მცირე ორი შეტყობინება სოციალურ ქსელებში „კანდიდატისთვის სხეულის დაზიანებაზე მითითებული ფორმულირებით“.
ერთ-ერთი შეტყობინება ტრამპის ჩასვლამდე, 21 აგვისტოს გამოქვეყნდა.
ამასთან, სივრუდი სხვა სამართალდარღვევებთან დაკავშირებითაც იძებნებოდა.
შერიფის ოფისში აცხადებენ, რომ კაცი "დააკავეს ინციდენტის გარეშე". მის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საიდუმლო სამსახურს გადაეცა, რომელიც შემდგომ გამოძიებას აწარმოებს.