დამნაშავეებს, რომლებმაც ჩვენს სახლში ნანგრევები მოიტანეს, ექნებათ ნანგრევები თავიანთ სახლში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით დროშის აღმართვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამ ომში ჩვენ ვიბრძვით სამართლიანობის, საკუთარი თავის, ჩვენი თავისუფლების, ღირსების, უსაფრთხოების, ჩვენი სახელმწიფოსთვის. და ის, რომ უკრაინის დასანგრევად მოსულ დამნაშავეებსს, რომლებმაც ჩვენს სახლში ნანგრევები მოიტანეს, ნანგრევები აუცილებლად ექნებათ თავიანთ სახლში.
და ასევე უკრაინის ისტორიულმა გზამ და ჩვენი ეროვნული ფერების სულისკვეთებამ გვასწავლა, რომ უკრაინა ძლიერდება და აღწევს თავის მიზნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ხალხი ჭეშმარიტად ერთად იქნება, ერთიანობაში ლურჯი-ყვითელი დროშისთვის, უკრაინისთვის," - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა დაიცავს თავის დამოუკიდებლობას და აღადგენს ქვეყანას.
„ჩვენ ოკუპანტს უკრაინიდან ვაძევებთ და მის სამფერს არ მივცემთ მოსვენებას. ჩვენ ამ ომის შემდეგ უნდა აღვადგინოთ უკრაინა, ჩვენი სახლი. რათა ჩვენი უკრაინული ლურჯი და ყვითელი ფრიალებდეს ისე, როგორც უკრაინა იმსახურებს - ამაყ მიწაზე და უსაფრთხო, თავისუფალი და ევროპული ცხოვრების შუაგულში.
დიდება ყველას, ვინც იბრძვის და მუშაობს უკრაინისთვის. მარადიული მადლიერება უკრაინისთვის მებრძოლი სხვადასხვა დროის ყველა გმირს. დიდება უკრაინას!“ - თქვა ზელენსკიმ.