რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხერსონის ოლქში სამი რაიონი დაბომბეს.
დაიბომბა ბერისლავის, ნიკოლსკისა და კახოვკის რაიონები.
მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. დაშავებულების უმეტესობა 50-დან 75-წლამდე ასაკის პირია.
თავდასხმას ანტონოვკაში მცხოვრები 84 წლის ქალი ემსხვერპლა, რომელიც საარტილერიო თავდასხმას საკუთარ ეზოში ემსვერპლა.