რუსეთის ფედრაცია მის მიერ ოკუპირებული ქართული რეგიონების საზღვრების დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დაიცავს.
დსთ-ს სასაღვრო ჯარების მეთაურთა საბჭოს საკოორდინაციო სამსახურის თავმჯდომარის გენერელა-პოლკოვნიკის ალექსანდრ მანილოვის განცხადბით, რუსი მესაღვრეები უზრუნველყოფენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საზღვრის დაცვას თანამედროვე გემებით სასაღვრო კატარღებისა და სხვა თანამედროვე ტექონოლოგიების გამოყენებით.
"დღეს გამოიყენება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები, მათ შოის გემები, კატარღები, რადიოლოკაციური, ოპტიკური და სხვა ტექნიკა. ყველაფერი ეს მიმართული იქნება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების ურუნველსაყოფად ხელმოწერილი ორმხრივი შეთანხმებების ფარლებში", _ განაცხადა მანილოვმა.
მისი თქმით, ყველაფერი რაც საჭირიოა ხელმოწერილი ხელშეკრეულებულის რეალიაციისათვის შესრულდება და საზღვარი ამ მიმართულებით დაცული იქნება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ზაფხულში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაღვრო სამსახურმა დაასრულა სასაზღვრო პუნქტების კეთილმოწყობა სეპარატისტულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში.
რუსული მხარის ინფორმაციით, სრულად დაკომპლექტდა პირადი შემადგენლობა, რომელიც საზღვრის დაცვას ანხორციელებს.