პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურაში შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით მის მიერ შეტანილ განცხადებებზე დაიბარეს
„პროკურატურიდან დამირეკეს და დღეს მივდივარ პარლამენტის თავმჯდომარის - შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებასთან დაკავშირებით ჩემს მიერ შეტანილ განცხადებებზე. როგორც ხედავთ, თითოეული განცხადება ეფუძნება ფაქტებს და მტკიცებულებებს. პროკურატურის როლი მნიშვნელოვანია ძალადობის აღკვეთაში და ძალადობისგან თავისუფალი წინასაარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში. ვიმედოვნებ, გამოძიება დაწყებული დამხვდება და სათანადო რეაგირება ერთი თვის დაგვიანებით მაინც განხორციელდება, რომ შემდგომი ძალადობის პრევენცია მოხდეს“, - წერს ნათია მეზვრიშვილი.