დღეს, 13 იანვარს, VANILA EVENTS -ისა და მ|გროუპ -ის ორგანიზებით, კლუბ-რესტორანში TWO SIDE PARTY CLUB გაიმართება ბრაზილიური ახალ წელი ცეცხლოვანი Pereira Show - ს მონაწილეობით.
Pereira Show არის ცნობილი ბრაზილიური მუსიკალური ჯგუფი, რომელიც შედგება 5 მონაწილესაგან.
ჯგუფი დაფუძნდა 1999 წელს და მას შემდეგ, რამდენიმე მსოფლიო ტურნე ჩაატარა, შოუ დადგეს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა, ამერიკა, ინგლისი, ჩინეთი, რუსეთი, მექსიკა, ჰონკ-კონგი.
პერეირა შოუ მონაწილეობას იღებდა, რიოს კარნავალში, პორტო დე პედრას სამბას სკოლის სახელით.
შოუ პროგრამა, რომელსაც ისინი, 13 იანვარს TWO SIDE PARTY CLUB -ში წარმოადგენენ, საათნახევარი გრძელდება და მასში აქტიურად ჩართულები იქნებიან მოწვეული სტუმრები "ღონისძიებაზე მოწვეული სტუმრები თავს იგრძნობენ რიოს კარნავალზე. შეიგრძნობენ ბრაზილიის სულს, რაც კულტურის, ხელოვნების და თავდავიწყებამდე გართობის ერთობლიობაში გამოიხატება", აცხადებს Vანილლა Eვენტს დამფუძნებელი თინათინ ნიჟარაძე.
პროგრამა 22.30 საათზე დაიწყება, სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას სხვა და სხვა ტიპის გათამამაშებაში, გათამაშდება პრიზები, მჯგუფის ქსელისგან. სასტუმროებისაგან სხვა და სხვა პარფიუმერული და ესთეტიკური ცენტრებისაგან.