აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) ინფორმაციით, რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე 7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ეპიცენტრი მდებარეობდა სანაპირო ქალაქ პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიდან დაახლოებით 88 კილომეტრის დაშორებით, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 181,000 ადამიანს შეადგენს.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით კვირას, დილის 07:10 საათზე დაფიქსირდა.
აშშ-ს ცუნამის გაფრთხილების სისტემის თანახმად, შესაძლოა, ეპიცენტრიდან 300 კილომეტრში წარმოიშვას ტალღები, რუსეთის სანაპიროების გასწვრივ.
ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.