უკრაინული მედიის ცნობით, 17 აგვისტოს საღამოს რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი მირნოგრადი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის ოქლქის სამხდერო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვადიმ ფილაშკინი ტელეგრამარხზე წერს.
მისი ინფრომაციით, რუსებმა დაუსრულებელ 9-სართულიან შენობას დაარტყეს.
დღეს, რუსეთის ძალებმა კრამატორსკიც დაბომბეს. მტრის ჭურვი საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კაცი ამოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.