დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ეკატერინე ხვედელიძემ, დამატებით ქონებები და რეზიდენციები შეიძინა მოსკოვში. წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება და ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება, - ამის შესახებ ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ოჯახი კატეგორიულად უარყოფდა, რომ მან მოსკოვში დამატებითი ქონებები შეიძინა, ფაქტია, რომ დოკუმენტებით დადასტურდა, რომ რუსული კანონის მიღების პერიოდში ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა, ეკატერინე ხვედელიძემ დამატებით ქონებები და რეზიდენციები შიძინა მოსკოვში და ამაში მილიონობით ლარი გადაიხადა, როგორც ჩანს წაგებული არჩევნების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის თავშესაფარი სწორედ მის მშობლიურ რუსეთში იქნება და დიახ, ეს ადამიანი, 26 ოქტომბრის შემდეგ აუცილებლად დამარცხდება და გაიქცევა რუსეთში, იმიტომ, რომ, მან ამ ქვეყანაში ადამიანები გააღარიბა, გააღატაკა და უბრალოდ გააქცია ქვეყნიდან“. განაცხადა ,,ერთიანობა“-,,ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძემ.