18.000 კვ.მ ტერიტორია, რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, ექსპერტიზის მიერ შეფასებულია 93 მილიონად", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.
ლილე ლიპარტელიანის განცხადებით იკვეთება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და კორუფციული ნიშნები.
"ჭავჭავაძის 49-ში ნოშრევან ნამორაძისთვის ამ უსახურ შენობაზე კიდევ 12 სართულის დამატება არ არის საკითხი მხოლოდ ურბანული კუთხით, რომ ჭავჭავაძეზე და ჩოლოყაშვილზე მცხოვრებ მოსახლეობას საფრთხე შეექმნება, ეს არის დანაშაული, იმდენად რამდენადაც იქ განადგურდა სპორტული ინფრასტრუქტურა. ამ დოკუმენტაციას, რომელიც შემოვიდა საკრებულოში, თან ახლავს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ეს ტერიტორია, 18.000 კვ. მ., რომელიც თეა წულუკიანმა გადასცა ნოშრევან ნამორაძეს 12 მილიონად, შეფასებულია 93 მილიონად. მინიმალური ვალდებულებებით არის გადაცემული ეს ტერიტორია და ეს არის, ფაქტობრივად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ასევე, იკვეთება კორუფციული ნიშნები", - აცხადებს თბილისის საკრებულოა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლილე ლიპარტელიანი.