დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება, - აცხადებს ბრიტანეთის ახალი ელჩი საქართველოში გარეტ უორდი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში .
„საქართველოში ჩემი პირველი კვირა სრულდება, როგორც ბრიტანეთის ელჩის. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში 25 წლის შემდეგ დავბრუნდი, რაც პირველად ვესტუმრე თქვენს ქვეყანას. ალბათ ამ წლების განმავლობაში ცოტა დავბერდი, მაგრამ, მაინც დიდი ენთუზიაზმით ვიწყებ ჩემს ახალ თანამდებობაზე მუშაობას. ამ კვირაში მქონდა დიდი პატივი, გადამეცა სიგელი პრეზიდენტისთვის, შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს და ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე. ვიწყებ მუშაობას, რომ ჩვენს ორ ხალხს ჰქონდეს კეთილდღეობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.