გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული, კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ, არამედ კვლავ გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება პუტინის დავალების შესაბამისად რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ
გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული, ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, არამედ დაიწყეს კვლავ იმავეს ლაპარაკი და კვლავ გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება რუსეთის საამებლად და პუტინის დავალების შესაბამისად რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ
გიორგი ბარამიძე შტაბის ოფისში გამართულ ბრიფინგზე 2008 წლის ომის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებას და “ნაციონალური მოძრაობის” შესაძლო გასამართლების შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
‘მინდა გამოვეხმაურო იმ მოღალატეობრივ განცხადებას, რომელიც გააკეთა ივანიშვილის კრიმინალური ბანდის წარმომადგენელმა და გამოიყენა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელმა საქართველოს წინააღმდეგ გაეროში. ჩვენ გუშინ ვიხილეთ “ქართულ ოცნებად” წოდებული ამ კრიმინალური ბანდის რეაქცია, რომლებმაც კი არ აღიარეს, რომ შეცდომა მოუვიდათ და შეეშალათ, არამედ დაიწყეს კვლავ იმავეს ლაპარაკი და კვლავ გააგრძელეს საქართველოს დადანაშაულება რუსეთის საამებლად და პუტინის დავალების შესაბამისად რუსეთისთვის სისხლიანი ხელების მოსაწმენდად.
ამით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ისინი კი არ ცდებიან და რაიმე შემთხვევით კი არ მოსდით, არამედ ეს მოღალატეთა ბანდა იმიტომ მოიყვანა პუტინის რეჟიმმა ხელისუფლებაში, რომ სწორედ ეს ღალატი ჩაედინა, რომ მიუხედავად სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების ერთმნიშვნელოვანი ვერდიქტებისა, რომელიც ცხადია, პუტინს არ მოეწონა, ამ ბანდამ, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ, ილაპარაკოს რომ არა, რუსეთი კი არ არის დამნაშავე, არამედ სწორედ საქართველოს ხელისუფლებაა დამნაშავე ომის გაჩაღებაში საქართველოსვე ტერიტორიაზე.
აი, ეს არის მიზანი, რისთვისაც მოიყვანა პუტინმა ეს ბანდა ხელისუფლებაში და ეს არის მიზეზი, რატომაც ზის დღეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში, რატომაც ჰყავთ ბიძინა ივანიშვილსა და პუტინს ის ტყვედ.
ჩვენ ყველამ დავინახეთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელსაც უფრთხის ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის არის მთავარი პრობლემა, ამ მოღალატეთა ბანდის მთავარი პოლიტიკური საპირწონე, ამიტომ ივანიშვილს ეშინია დაკარგოს ხელისუფლება, პუტინს ეშინია დაკარგოს მეხუთე კოლონა, რომელიც აქამდე შეინახა შავი ფულით, კრემლის მიერ მართული ცილისწამებათა და დეზინფორმაციის ნიაღვრით, მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს მოღალატეთა და კორუმპირებულ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ ფასეულობა და რომლებიც, როგორც ყველამ ვნახეთ, ორ შაურად გაყიდის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. რომელსაც არც კი რცხვენია, რომ რუსეთი მათ განცხადებას სიტყვასიტყვით იყენებს მსოფლიოში ყველაზე დიდი და გავლენიანი ორგანიზაციის ტრიბუნიდან.
ეს არის არა გამოცხადებული, არამედ უკვე დადასტურებული ღალატის ფაქტი და ქართულმა საზოგადოებამ, დარწმუნებული ვარ, ძალიან კარგად დაინახა და ის საკადრის პასუხს გასცემს ამ მოღალატეთა ბანდას 26 ოქტომბერს, საქართველო 27 ოქტომბერს გაიღვიძებს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ჩვენი საზოგადოება იქნება თავისუფალი ამ კრემლის მარწუხებისგან და ჩვენ ყველანი დავუბრუნდებით საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაერთიანების გზას, რომელიც მიგვიყვანს მშვიდობიან გამთლიანებამდე და იმ ცხოვრებამდე, რომელიც ჩვენი საზოგადოების მიზანია: დევნილების დაბრუნება, უკეთესი საცხოვრებელი პირობები, მაღალი პენსია, დაბალი ფასები, მაღალი ხელფასები, ღირსეული სამუშაო ადგილები.
ეს არის ის, რასაც წინ ეღობება ეს მოღალატეთა ბანდა და რასაც წერტილს დაუსვამს ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს.” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ