“ევროპული საქართველოდან“ წასულმა პოლიტიკოსებმა ახალი პარტია წარადგინეს. პარტიის სახელწოდება “ფედერალისტები“ იქნება.
ჩერგოლეიშვილის თქმით, სახელწოდება ბოლო პერიოდში მომხდარი ტრაგედიების გამო მოიფიქრეს, რადგან ფედერალიზმი არის ის სისტემა, რომელიც წარმოქმნის ძალის ისეთ გაწონასწორებას და შეკავებას, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, მის უნარებს, მის შესაძლებლობებს განსაკუთრებული ფასი ედება.
“ახლახან ზუგდიდში ორი ბავშვი დაიწვა, ერთდღიანი ფეისბუქ-მოთქმა ვნახეთ ჩვენ და ახასიათებს სათნოების სიგნალირება სოციალურ მედიას, რომ რაღაც დიდი უბედურება მოხდება, ყველას თავისი რეცეპტი აქვს, ერთი დღე ხალხი ინერვიულებს და მერე ისევ დიდი უბედურება ხდება. ამ ყველაფერზე ერთი პასუხი არსებობს სინამდვილეში:
ბუნებრივია, ტრაგედიებს თავიდან ვერ ავიცილებთ, ტრაგედიები ყოველთვის მოხდება, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის სიცოცხლეს ფასი მიეცეს, იმისთვის, რომ ადამიანებმა შეძლონ თავიანთი სოცოცხლის უფლების, თავისუფლების, ბედნიერების სწრაფვის უფლების რეალიზაცია, ამისთვის საჭიროა, ეს თავკომბალა ცენტრალიზებული სახელმწიფო დაიშალოს და აეწყოს ახალი სახელმწიფო, ახალი რესპუბლიკა, რომელიც დაფუძნებული იქნება ძლიერ მოქალაქეებზე, ძლიერ ადამიანებზე“, - განაცხადა ჩერგოლეიშვილი.