მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ მუზეუმად პარიზის "ლუვრი" რჩება.
2010 წელს მისი დარბაზები 8, 5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. დამთვალიერებელთა ეს რაოდენობა უკვე მესამე წელია ფიქსირდება.
მხოლოდ პერიოდული გამოფენებისას ლუვრი 7, 8 მილიონმა ადამიანმა მოინახულა.
ლუვრი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძველ მუზეუმად ითვლება. იქ თავმოყრილია მხავრულ-ისტორიული შედევრების და ნამუშევრების უმდიდრესი კოლექცია.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან ექსპოზიციას კი ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზა" წარმოადგენს.