კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო შტაბი გახსნა, რომელსაც დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს.
აღნიშნულის შესახებ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„ძალიან მიხარია, რომ პლატფორმა „ძლიერი საქართველო“ იზრდება ყოველდღიურად და რაც მთავარია, ხარისხიანად. დღეს მინდა, კიდევ ერთი სიახლე შეგატყობინოთ, როგორც ხედავთ, ჩვენ გადმოვედით ახალ ტერიტორიაზე, ახალ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჩვენი საარჩევნო შტაბი. მიდა, წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ,ს ადაც ქვეყანას სჭირდებოდა, ადამიანი, რომელსაც არასდროს არცერთი კრიტიკული ვითარების დროს არ დაუფიქსირებია ნეიტრალური სიტუაცია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ბრძოლის წინა ხაზზე, სერიოზული პროფესიონალია, გამოცდილი ადამიანია. მინდა, პირადად გადავუხადო მას მადლობა, რომ ამ ბრძოლაში ითავა, რომ ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მივესალმოთ დათო გამყრელიძეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.