ქართველი მსახიობი გურამ საღარაძე დღეს იუბილარია. მას 82 წელი შეუსრულდა.
საღარაძე 1929 წლის 12 იანვარს მსახიობ გიორგი საღარაძის ოჯახში დაიბადა. 1951 წელს მან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა და მალევე რუსთაველის თეატრის დასში ჩაირიცხა.
1973 წელს საღარაძემ სახალხო არტისტის წოდება მიიღო. 1979 წელს რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატე გახდა, ხოლო შემდეგ შრომის წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს.
მსახიობი გურამ საღარაძე თამაშობდა ისეთ სპექტაკლებში, როგორიცაა: "მეფე ლირი", "ზაფხულის ღამის სიზმარი", "იულიუს კეისარი", "სეილემის პროცესი", "კავკასიური ცარცის წრე" და სხვა.
2006 წლის 13 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის წინ გურამ საღარაძის ვარსკვლავი გაიხსნა.