ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა ლაურინას კაშიუნასმა განაცხადა, რომ რუსეთს კალინინგრადის ოლქიდან ქვედანაყოფები კურსკში გადაჰყავს, სადაც კვირაზე მეტია, რაც უკრაინის არმიის შეტევა მიმდინარეობს.
„მათ მეტი რესურსი სჭირდებათ, ამიტომ ისინი ცდილობენ სხვა რეგიონებიდან გაიყვანას“, - განაცხადა მინისტრმა, თუმცა რუსული ჯარების გადაადგილების შესახებ დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს დაიწყო, ბრძოლები მიმდინარეობს კორენევსკის, სუჯას და ბელოვსკის რაიონებში.
უკრაინის შეიარაღებული ძალები აცხადებენ, რომ მათ კონტროლი დაამყარეს 74 დასახლებაში და 1000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია აქვთ დაკავებული.
სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში პირადი შემადგენლობის ნაკლებობაა კურსკის რეგიონის დასაცავად და წერს, რომ 2024 წლის ბოლომდე, შესაძლოა რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდეს.
მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია მურმანსკიდან კურსკის ოლქში წვევამდელების გადაყვანის, ასევე წვევამდელების თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმების იძულების შესახებ.