უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაციაზე კომენტარი გააკეთა. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა, ომი გადადის „აგრესორის ტერიტორიაზე“.„დღეს მთავარსარდალმა სირსკიმ უკვე რამდენჯერმე გააკეთა მოხსნება - ფრონტზე და ჩვენი მოქმედებების შესახებ და აგრესორის ტერიტორიაზე ომის გადატანის შესახებ. მადლობა უკრაინის თავდაცვის ძალების თითოეულ ქვედანაყოფს, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. უკრაინა ადასტურებს, რომ ნამდვილად შეუძლია დააბრუნოს სამართლიანობა და გარანტირებულია ზუსტად ისეთი ზეწოლა, რომელიც საჭიროა - ზეწოლა აგრესორზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტს უფრო დეტალური კომენტარი არ გაუკეთებია კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე. ამასთან, მან დასძინა, რომ უკრაინის საბრძოლო ბრიგადები ნამდვილად ეფექტურად იცავენ სახელმწიფოს და ანადგურებენ ოკუპანტს.
„ჩვენ არ ვტოვებთ უყურადღებოდ მთელ ფრონტს. ყოველი მიმართულება სამხედრო შეტაკებების ყოველი წერტილი. სუმის ოლქს, ხარკოვის ოლქს, დონეცკის ოლქის ყველა მიმართულებას, განსაკუთრებით ყველაზე რთულს - პოკროვსკის, ტორეცკის, კრამატორსკის - ჩვენი სახელმწიფოსსამხრეთით. ყველგან არის ის, რისთვისაც მადლობა უნდა ვუთხრათ უკრაინელ ჯარისკაცებს“, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.