ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედროებისთვის განკუთვნილი მობილური აპლიკაციის პრეზენტაციისას თქვა. იუწყება Reuters
ზელენსკის განცხადებით, უკრაინის არმიას შეუძლია გაოცება და შედეგების მიღწევა.
„ყველა ხედავს, რომ უკრაინულ არმიას გაოცება შეუძლია, იცის, როგორც მიაღწიოს შედეგებს. ამის დემონსტრირებას ახდენს ბრძოლის ველი, სადაც ჩვენმა მეომრებმა არა მხოლოდ გაუძლეს ოკუპანტის ძალას, არამედ ანადგურებენ მას, ისე როგორც ეს საჭიროა უკრაინის დასაცავად. ჩვენი ქვეყნის და დამოუკიდებლობის დასაცავად“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ეს განცხადება კურსკის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში კურსკში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.
თავის გამოსვლაში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები „ითვისებენ ომის ახალ მეთოდებს“, მათ შორის დრონების გამოყენებას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევა კურსკის რეგიონში 6 აგვისტოს დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელი სამხედროები სასაზღვრო ქალაქ სუჯაში შევიდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ რუსული ჯარები თრგუნავენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მცდელობებს შეაღწიონკურსკის რეგიონის სიღრმეში.