16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა, ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია, – ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ, აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
ლიეტუვის პრემიერი აღნიშნავს,რომ რუსეთი აგრესორია და არა მისაბაძი მაგალითი.
„16 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა და დაუსჯელი დარჩა. დაუსჯელობამ და დამშვიდებამ მხოლოდ რუსეთის უფრო სასტიკი იმპერიალისტური აგრესია გამოიწვია. ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ურყევია – ასევე ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მოსახლეობისადმი, ვინც თავისი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავალი აირჩია. რუსეთი არის აგრესორი და არა მისაბაძი“, – აღნიშნა შიმონიტემ.