"ერთიანობის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ სხვა ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად მუხათვგერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.
„პატივს მივაგებ გმირებს, დიდი მადლობა მათ იმ თავგანწირვისთვის, რაც გამოიჩინეს ჩვენი ქვეყნისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ უახლეს მომავალში ყველანი ერთად ვიზეიმებთ, როგორც ევროკავშირში წევრობას, რაც ჩვენი ქვეყნის ერის არჩევანია, ასევე ახლოს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, რომელიც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჩვენი გმირების პატივსაცემად.
დიდება საქართველოს, დიდება მათ სახელებს, დიდება ჩვენს ერთიანობას. ძალა ერთობაშია და ერთიანობით აუცილებლად გავიმარჯვებთ, - თქვა გიორგი ვაშაძემ.