ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის მსურველთა განაცხადების მიღების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება.
ამ დროისთვის ფედერაციაში მხოლოდ ერთი განაცხადია შესული და ის ფედერაციის ამჟამიდენელ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ეკუთვნის.
განაცხადების მიღება 18 დეკემბრიდან დაიწყო.
ფეხბურთის ფედერაციის ყრილობა, რომელზეც ფეხბურთის ფედერაციის ახალ პრეზიდენტს აირჩევენ 22 იანვარს გაიმართება.