აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლ უილანის, ევან გერშკოვიჩის, ალსუ კურმაშევასა და ვლადიმირ კარა-მურზას რუსეთის ციხეებიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება გააკეთა. ის თეთრ სახლში გათავისუფლებული პატიმრების ოჯახის წევრებს შეხვდა.
„დღეს აშშ-ის სამი მოქალაქე და ერთი აშშ-ის მუდმივი რეზიდენტი, რომლებიც უკანონოდ დააპატიმრეს რუსეთში, საბოლოოდ ბრუნდებიან სამშობლოში: პოლ უელანი, ევან გერშკოვიჩი, ალსუ კურმაშევა და ვლადიმირ კარა-მურზა“, - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.
შეთანხმება, რომელმაც შესაძლებელი გახადა მათი გათავისუფლება, იყო დიპლომატიური გარღვევა. საერთო ჯამში, ჩვენ რუსეთთან ვაწარმოებდით მოლაპარაკებას 16 ადამიანის გათავისუფლებაზე, მათ შორის ხუთი გერმანიის და რუსეთის შვიდი მოქალაქის, რომლებიც იყვნენ პოლიტპატიმრები საკუთარ ქვეყანაში.
ამ ქალებისა და კაცების ნაწილი წლების განმავლობაში უსამართლოდ იყო დაკავებული. ყველამ გადაიტანა წარმოუდგენელი ტანჯვა და გაურკვევლობა. დღეს მათი ტანჯვა დასრულდა“, - განაცხადა ბაიდენმა.
ბაიდენმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის მოკავშირეებს, რომლებიც, როგორც მან აღნიშნა, „ჩვენთან ერთად იდგნენ რთული და მძიმე მოლაპარაკებების დროს ამ შედეგის მისაღწევად, მათ შორის გერმანია, პოლონეთი, სლოვენია, ნორვეგია და თურქეთი.
ეს არის მთავარი მაგალითი იმისა, თუ რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ამქვეყნად ისეთი მეგობრების ყოლა, რომლებსაც ენდობით და რომელტა ნდობაც შეიძლება. ჩვენი ალიანსები ამერიკელებს უფრო უსაფრთხოდ ხდის.
ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: მე არ შევწყვეტ ჩემს ძალისხმევას ვიდრე, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უკანონოდ დაკავებული ან მძევლად მყოფი ყველა ამერიკელი არ გაერთიანდება თავის ოჯახთან.
ჩემმა ადმინისტრაციამ დღეს სახლში დააბრუნა 70-ზე მეტი ამერიკელი, რომელთაგან ბევრი ციხეში იყო ჩემს პრეზიდენტობამდე. თუმცა, ძალიან ბევრი ოჯახი იტანჯება და შორს არის საყვარელი ადამიანებისგან და მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე ამ ამერიკელების სახლში დაბრუნება.
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ პოლის, ევანის, ალსუს და ვლადიმირის დაბრუნებას და ვხარობთ მათ ოჯახებთან ერთად. ჩვენ გვახსოვს ყველა, ვინც ჯერ კიდევ უსამართლოდ არის დაკავებული ან მძევლად აყვანილი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
და ჩვენ კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს დაპირებას მათ ოჯახებს: ჩვენ თქვენ გვახსოვხართ. ჩვენ თქვენთან ვართ და არასდროს შევწყვეტთ მუშაობას თქვენი საყვარელი ადამიანების სახლში დასავრუნებლად“, - თქვა ჯო ბაიდენმა.
ანკარაში რუსეთს, ბელარუსსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლის პროცესი განხორციელდა. თურქული მედიის ცნობით, გაცვლის პროცესში სულ 26 პირი მონაწილეობდა.
რუსეთმა დასავლეთის ქვეყნებს 16 ადამიანს გადასცემს.
ესენი არიან პოლიტიკსოები ვლადიმირ კარა-მურზა და ილია იაშინი, ალექსი ნავალნის შტაბის ყოფილი ხელმძღვანელები ლილია ჩანიშევა. ქსენია ფადეევა და ვადიმ ოსტანინი, ჟურნალისტები ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, მხატვარი საშა სკოჩილენკო, ჟურნალისტი ანდრეი პივოვაროვი, კევინ ლიკი, პოლ უილანი, უფლებადამცველი ოლეგ ორლოვი, დიტერ ვორონინი, პატრიკ შიობელი და პეტერბურგელი ველოაქტივისტი გერმან მოიჟესი, ასევე მანამდე ბელარუსში შეწყალებული გელმანელი რიკო კრიგერი.
მათ სანაცვლოდ დასავლეთი, რუსეთს სხვადასხვა ქვეყანაში მსჯავრდებულ რვა ადამიანს გადასცემს. ესენი არიან ცოლ-ქმარი დულცევები, რომლებმაც აღიარეს, რომ მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებში და გაასამართლეს სლოვენიაში, ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი გერმანიაში ყოფილი ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის, პოლონეთის ციხეში მყოფი პაველ რუბცოვი,
მიხაილ მიკუშინი, რომელიც თავს ასაღებდა ბრაზილიელად და დაკავებული იყო ნორვეგიაში ჯაშუშობისთვის, ასევე სამი ადამიანი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ აშშ-ში - რომან სელეზნევი, ვლადისლავ კლიუშინი და ვადიმ კონოშჩენოკი.