„ქართული ოცნების“ მთავრობა, გაყალბებული არჩევნების გზით, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა მოსმენაზე სახელწოდებით: „პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“.
„ქართული ოცნების“ მთავრობა, გაყალბებული არჩევნების გზით, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ ექაჩება, ართმევს სუვერენიტეტს და სიღარიბისთვის იმეტებ, ამავდროულად კი ქვეყნის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ბზარს ქმნის, მათ შორის შეერთებულ შტატებთანაც. ამერიკა დიდად აფასებს ჩვენს ერთობლივ სამხედრო სამსახურს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც ქართველი ჯარისკაცები ყოველთვის უდიდესი თავდადებით და უდიდესი სანდოობით იბრძოდნენ - არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ ამერიკელი სამხედროების და დასავლური ინტერესების დასაცავად თავისუფლებისა და დემოკრატიის სახელით.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ეს ქმედება ღალატია მოკავშირეებისადმი და ძირს უთხრის იმ კეთილსინდისიერ მხარდაჭერას, რომელიც შეერთებულმა შტატებმა ათწლეულების განმავლობაში გასწია საქართველოს დასახმარებლად, რათა ქვეყანას აეშენებინა თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფო, ძლიერი მოქალაქეებით. დღეს კი ჩვენ ვხედავთ ამ მიღწევების დემონტაჟს კორუმპირებული რეჟიმის მიერ, რომელსაც ლეგიტიმაცია არ გააჩნია. „ქართული ოცნება“ ძალაუფლებაში მოვიდა გაყალბებული არჩევნებით და ერთპარტიულად მართავს სახელმწიფოს. მან დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, სცემეს მშვიდობიან დემონსტრანტებს, დაადუმეს დამოუკიდებელი მედია და საქართველო გადააქციეს ტერიტორიული კონტროლის ლაბორატორიად. ძალიან სწრაფად ის უახლოვდება ბელარუსისა და რუსეთის ფედერაციის კატეგორიას.
ღალატი აქ არ მთავრდება: „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა მჭიდროდ დაახლოება ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან, რითაც გზა გაუხსნა ჩინურ გავლენას საქართველოს ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურაში.,„ქართული ოცნება“ ხელიხელჩაკიდებული მუშაობს პუტინთან, ეხმარება მოსკოვს სანქციების თავიდან არიდებაში და ნავთობის გადაყიდვაში, მაშინ როცა რუსეთი კვლავაც უკანონოდ იკავებს საქართველოს ტერიტორიის 20%-ს, მათ შორის - ცხინვალის რეგიონს.
„ქართული ოცნება“ საქართველოს ხალხს არ წარმოადგენს. ქართველმა ხალხმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი ნება მასობრივი დემონსტრაციებითა და საკუთარი ხმით - ისინი ითხოვენ დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დაბრუნებას დასავლურ მომავალში.
მაგრამ დღეს მათი მისწრაფებები ოლიგარქებისა და ავტოკრატების მცირე ჯგუფის მიერ იმსხვრევა, რომლებიც ანგარიშვალდებულები არიან არა ქართველი ხალხის, არამედ პეკინში ჩინეთის კომუნისტური პარტიის და მოსკოვში ომის დამნაშავე პუტინის წინაშე. და ასევე დროს ატარებენ თეირანში დიქტატურულ რეჟიმთან.
ეს მოსმენა განიხილავს რამდენად დაეცა საქართველო “ქართული ოცნების” პირობებში და რას ნიშნავს ეს ამერიკული უსაფრთხოებისთვისა და ინტერესებისთვის. ასევე განვიხილავთ რა ინსტრუმენტები აქვს აშშ-ს საპასუხოდ, მათ შორის ორპარტიული “MEGOBARI აქტი”, რათა “ქართულ ოცნებას” პასუხი აგებინოს და ამავდროულად მყარად დაუდგეს გვერდით ქართველ ხალხს", - განაცხადა უილსონმა [ფორმულა]