კონსერვატორი კომენტატორი ჩარლი კირკი, რომელსაც იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს, დაიღუპა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.
"ლეგენდარული ჩარლი კირკი გარდაიცვალა. არავის არ ესმოდა და არავის ჰქონდა ისეთი გული ამერიკის შეერთებული შტატების ახალგაზრდობის მიმართ, როგორც ჩარლის. ის ყველას უყვარდა და ყველას მიერ იყო დაფასებული, განსაკუთრებით კი ჩემ მიერ და ახლა ის ჩვენთან აღარ არის. მელანიას და ჩემ გულწრფელ სამძიმარს გადავცემ მის ულამაზეს მეუღლეს ერიკას და ოჯახს. ჩარლი, ჩვენ გვიყვარხარ!“,- წერს ტრამპი.