გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბერლინში ჩინეთის ელჩი 2021 წელს კარტოგრაფიის უწყებაზე განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით. რომლის უკანაც ჩინეთის სახელმწიფო აქტორები დგანან. იუწყება „დოიჩე ველე“.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა სებასტიან ფიშერმა თქვა, რომ ბერლინი „მტკიცედ ეწინააღმდეგება გერმანიის წინააღმდეგ მიმართულ კიბერაქტივობებს“.
მისი თქმით, დიდიასაფრთხე, რომელსაც წარმოადგენს ჩინეთის ჯაშუშობის ქსელი და ჩინეთის კიბერშეტევები.
2021წელს კივერშეტევის სამიზნე იყო მაინის ფრანკფურტში კარტოგრაფიისა და გეიდეზიის სააგენტო. ის აანალიზებს სატელიტურ და გეოგრაფიულ მონაცემებს და ამზადებს რუკებს სპეცსამსახურებისთვის.
Spiegel-ის ცნობით, კიბერშეტევა ჩინურმა ჰაკერულმა ჯგუფმა APT15-მა განახორციელა. ჩარევის მცდელობა წინასწარ გახდა ცნობილი, მაგრამ სიფრთხილის ზომების მიუხედავად, თავდამსხმელებმა შეძლეს BKG-IS ქსელში მოხვედრა.