ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მმისი თქმით, თითოეული მოქლაქის არჩევანი უნდა იყოს დაცული, რაც ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებმა ასახოს ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, ეს არის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური არჩევანის გადარჩენის ერთადერთი გზა, ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, მათ შორის არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან და სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობით და პარტნიორობით იმისთვის, რომ თითოეული საქართველოს მოქალაქის არჩევანი იყოს დაცული და ამისთვის გამოვიყენებთ ყველა მექანიზმს. ეს არის ჩვენი ევროატლანტიკური მომავლის გადარჩენის ერთადერთი გზა.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.