ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით, კვლევითმა კომპანია Edison Research-მა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა. კვლევაში კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, 32.4%-მა ქართული ოცნება/ხალხის ძალა დაასახელა, ენმ/სტრატეგია აღმაშენებელი – 17.3%-მა, ლელოს, ანა დოლიძის პარტიისა და მოძრაობა თავისუფლების მოედნის ერთობა კი – 12.8%-მა.
სხვა პარტიების რეიტინგები კი ალოკაციით, შეწონვის მეთოდით შემდეგნაირად განაწილდა:
საქართველოსთვის (გიორგი გახარია) - 11.2%
კოალიცია ცვლილებისთვის (ახალი/გირჩი-მეტი თავისუფლება/დროა) - 9.9%
გირჩი (იაგო ხვიჩია) - 5.2%
ლეიბორისტული პარტია - 3.3%
პატრიოტთა ალიანსი და ალტ-ინფო - 2.6%
მოქალაქეები - 2.2%
ევროპული საქართველო - 1.9%
სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 0.9%
სხვა - 0.3%
კვლევის ფარგლებში პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 000 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. გამოკითხვა 2024 წლის 11-დან 24 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.
ცდომილება არის +/- 2.5%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.