ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ჩართვა ომში, - ამის შესახებ პარტლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია.
„შეგიძლიათ თქვენ საჯარო წყაროებიდანაც გასცეთ პასუხი. ის, ვინც ჩვენ მოგვიწოდებდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებისკენ, მოხალისეების გაგზავნისკენ, სამხედრო აღჭურივილობის მიწოდებისკენ, ისინი ან მიამიტები არიან და ვერ ხვდებიან, რომ ეს ომში ჩართვას ნიშნავდა ან მავნებლები არიან. ის, რაც დახურულ კარს მიღმა ხდებოდა, ეს კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, რომელზეც, იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან იქნება საუბარი. არასდროს, ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ აშშ-ს სურს საქართველოს ჩართვა ომში. თითქოს საქართველოს ხელისუფლება აშშ-ს ხელისუფლებას აბრალებდა, რომ მას სურდა, საქართველოს ომში ჩართვა. ეს არის ჩვეულებრივი დეზინფორმაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან გულსაკლავი მომენტი და ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ეს რიტორიკა შეიცვლება, - განაცხადა პაპუაშვილმა.