უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დნiპროში რადას ყოფილი დეპუტატისა და ენათმეცნიერის ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
„უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ ახლახან მომაწოდა ინფორმაცია დნიპროში ირინა ფარიონის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ.
დაკავების ოპერაცია ძალიან რთული იყო. ამ დღეების განმავლობაში უკრაინის ეროვნული პოლიციის, უსაფრთხეობისადა სხვა სამსახურების ასობით სპეციალისტი მუშაობდა მკვლელობის საქმის გახსნაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
აღნიშნულია, რომ დაკავებულია 18 წლის ბიჭი. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ზელენსკიმ შინაგან საქმეთა მინისტრს დაავალა, საზოგადოებას ყველა დეტალი წარუდგინოს.
შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, 18 წლის დაკავებული დნიპრის მცხოვრებია. დანაშაულისთვის მომზადებისას მან სულ მცირე სამი ბინა იქირავა ლვოვში.
გამოძიება ვარაუდობს, რომ მსროლელი მხოლოდ შემსრულებელია.
შეგახსენებთ, რადას ყოფილ დეპუტატს, 60 წლის ირინა ფარიონს ლვოვში, მის სახლთან ახლოს 18 ივლისს ესროლეს. ფარიონი საავადმყოფოში გარდაიცვალა.