რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტროს ოფიციალურ წარმომადგენელს მარია ზახაროვას ბრიფინგზე შეკითხვა დაუსვეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ოდკბ) საქართველოს შესაძლო მიწვევასთან დაკავაშირებით.
შეკითხვა: ცნობილი გახდა, რომ ქართული სპეცსამსახურები მმართველი პარტიის ლიდერის მკვლელობის სამზადისს იძიებენ. ამასთან დაკავშირებით, ფედერაციის საბჭო სთავაზობს საქართველოს გაწევრიანდეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ოდკბ)-ში და ჰპირდება, რომ დაეხმარება საქართველოში მმართველ პარტიას ძალაუფლების შენარჩუნებაში გადატრიალების მცდელობის შემთხვევაში. როგორ აფასებთ ასეთი სცენარის პერსპექტივას?
მარია ხაზაროვას პასუხი: ალბათ, ეს არის პირადი მოსაზრება, შესაძლოა ექსპერტის. ვერ ვიტყვი, რომ ეს რუსეთის ოფიციალური პოზიციაა.
ეს არის თითოეული სახელმწიფოს სუვერენული უფლება, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, შეუერთდეს საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სტრუქტურებს, უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ამ პლატფორმების შესაძლებლობების გამოყენებით.
იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოება განუყოფელი უნდა იყოს (ამაზე ყოველთვის ვსაუბრობთ და ხაზს ვუსვამთ), ვერ უზრუნველყოფთ თქვენს უსაფრთხოებას სხვისი უსაფრთხოების ხარჯზე. უნდა გავიმეორო, იმის გათვალისწინებით, რომ ახლა ამ თემას განვიხილავთ.
რა თქმა უნდა, საქართველოს სუვერენული უფლება იქნება ამ ტიპის და მასშტაბის გადაწყვეტილებების მიღება.