არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო ივანიშვილს, 12 წელია კი გვაზის თავზე, – ამის შესახებ"გირჩი -მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენასთან დაკავშირებით განაცხადა..
ჯაფარიძის თქმით, სენატში გაკეთებულ გზავნილებს მთელი მსოფლიო უსმენდა და ამ ყველაფერს გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე.
„არ ვიცი რამდენად უხეირო შეიძლება დაუძახო, 12 წელია კი გვაზის აგერ თავზე, მაგრამ დიქტატურისკენ რომ მიჰყავს ეს ქვეყანა, ფაქტია და ამას ხედავენ მათ შორის დასავლეთში ჩვენი პარტნიორები. ის გზავნილები, რომელიც ისმოდა კონგრესიდან, ეს გზავნილები არ არის მხოლოდ ჩვენთვის. ამას უსმენდდა მთელი სამყარო და გასაგებია, რა აღქმაც აქვთ ჩვენს ქვეყანაზე. ამერიკიდან რომ ისმის, რომ ამ ქვეყანაში ეს ხდება, რასაც გუშინ აღწერდა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი, გასაგებია, რა დაინტერესება შეიძლება იყოს იგივე ინვესტორების მხრიდან. ამას ყველაფერს გავლენა ექნება ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებაზე, სამწუხაროდ, თუ ოქტომბერში არ შევცვალეთ ხელისუფლება, მაგრამ შევცვლით, დარწმუნებული ვარ", - აცხადებს ზურა ჯაფარიძე.
რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ტომ კინმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე განაცხადა: “ქართული ოცნების” ლიდერის მუქარა კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს და არა აშშ-ის ახლო პარტნიორს".