კლინტ ისტვუდი ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დამფუძნებლის ედგარ გუვერის შესახებ ფილმს იღებს.
ისტვუდმა ფილმში გადასაღებად საინტერესო სამსახიობო ანსამბლი შეკრიბა _ ლეონარდო დიკაპრიო, ერმი ჰამერი, დაიმონ ჰეირიმანი, ჯუდი დეჩი და სხვ.
ფილმში მოთხრობილი იქნება ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დამფუძნებლის ედგარ გუვერის შესახებ, რომელსაც ლეონარდო დი კაპრიო განასახიერებს. ერმი ჰამერი კი მის მეგობარსა და მოადგილეს კლაიდ ტოლსონს გააცოცხლებს ეკრანებზე. დეიმონ ჰეირიმანს რუნო გაუტმანის როლი ერგო, რომელიც ქურდობისა და ბავშვის მკვლელობისთვის იქნა გასამართლებული.
ჯერჯერობით უცნობია თუ ვის განასახიერებს ჯუდი დენჩი.