ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო "მილანიდან" ბრაზილიურ კლუბ "ფლამენგოში" გადავიდა. 30 წლის ფეხბურთელი ფლამენგოში 2014 წლამდე ითამაშებს.
რონალდინიოს გადაბირების სურვილი ასევე ბრაზილიურ კლუბებს "გრემიოსა" და "პალმეირასსაც" ჰქონდათ. ინგლისურმა "ბლექმერნმა" კი მას სოლიდური ხელფასი შესთავაზა, თუმცა რონალდინიომ მაინც სამშობლოში დაბრუნება არჩია.
რონალდინიომ ევროპული კარიერა "პსჟ"-ში დაიწყო. შემდეგ "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავად იქცა.
"ფლამენგოს" პრეზიდენტმა პატრიცია ამორიმი განაცხადა, რომ კლუბი ძალიან მოხარულია რონალდინიოს გადასვლით.
"ეს იდეა მის მერე მქონდა რაც კლუბის პრეზიდენტი გავხდი. მადლობას ვუხდი კლუბის დირექტორატსა, მწვრთნელს ვანდერლეი ლუშემბურგოს და განსაკუთრების გულშემატკივრებს ამ ტრანსფერის მხარდაჭერისთვის", - აცხადებს ამორიმი "ფლამენგოს" ოფიციალური ვებ.გვერდისთვის მიცემულ ინტერვიუში.