აშშ-ში, ალაბამას ღამის კლუბში, სროლის შედეგად, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა. იუწყება CNN
გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ სროლ ერთმა ადამიანმა ქუჩიდან განახორციელა.
მათივე თქმით, ღამის კლუბში მყოფი სამი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა. კიდევ ერთი კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაშავებულები მკურნალობას საავადმყოფოში გადიან.
სროლაში ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია, თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ. ასევე უცნობია სროლის მიზეზი.
ბირმინგემის ოფიცრის, ტრუმენ ფიცჯერალდის განცხადებით, ინციდენტი ადგილობრივი დროით, დაახლოებით ღამის 11 საათზე მოხდა.