უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ირლანდიაში ვიზიტისას შეცდომა უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ „პრეზიდენტ პუტინად“ მოხსენიებას.
ირლანდიაში, შენონის აეროპორტში ჩასვლისას, ზელენსკიმ მოკლედ ისაუბრა ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრთან საიმონ ჰარისთან შეხვედრამდე.
კითხვაზე, როგორი იყო მისი რეაქცია, როდესაც ბაიდენმა შეცდომით უწოდა "პრეზიდენტი პუტინი", ზელენსკიმ უპასუხა: "ეს შეცდომაა. მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატებმა დიდი მხარდაჭერა გაუწიეს უკრაინელებს. ჩვენ შეგვიძლია დავივიწყოთ ზოგიერთი შეცდომა,მე ასე ვფიქრობ," - თქვა ზელენსკიმ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით"პრეზიდენტი პუტინი" უწოდა.