აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეცდომით"პრეზიდენტი პუტინი" უწოდა.
"ახლა მინდა სიტყვა მივცე უკრაინის პრეზიდენტს, რომელსაც აქვს იმდენი გამბედაობა, რამდენიც სიმტკიცე. ქალბატონებო და ბატონებო, პრეზიდენტი პუტინი," - თქვა მან.
ბაიდენი სწრაფად მიხვდა თავის შეცდომას და თქვა: "პრეზიდენტი პუტინი? ის {ზელენსკი} დაამარცხებს პრეზიდენტ პუტინს. მე იმდენად ვარ ორიენტირებული პრეზიდენტ პუტინის დამარცხებაზე, ამაზე უნდა ვიფიქროთ", - აღნიშნა ბაიდენმა.
ზელენსკიმ ხუმრობით თქვა: "მე უკეთესი ვარ".