დასავლეთის მიერ უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემა იმაზე მეტყველებს, რომ ვაშინგტონი ხელმძღვანელობს „ომის ბანდებს“. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.
”ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ვაშინგტონი ხელმძღვანელობს ომის ბანდებს”, - განაცხადა დიპლომატმა.
10 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა დიკ სხოოფმა და დანიის მთავრობის მეთაურმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები შეძლებენ გამოიყენონ შეერთებული შტატების, ნიდერლანდების და დანიის მიერ გადაცემული საბრძოლო თვითმფრინავები.
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ეს გამანადგურებლები წელს, ზაფხულში უკრაინის ცაზე გამოჩნდებიან.