გერმანულმა სააგენტო DPA-მ გაავრცელა მაკრონის განცხადება უკრაინის ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებთან დაკავშირებით, შემდეგ კი ინფორმაცია წაშალა და მიუთითა, რომ მაკრონს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ამის შესახებ „ევროპეისკა პრავდა“ წერს და მკითხველებს შეცდომის გამო ბოდიშს უხდის.
როგორც მედია წერდა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის მთავარი მოწინააღმდეგეები არიან.