საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგეები არიან.
ვაშინგტონში ნატო-ს სამიტამდე მაკრონმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და გერმანიის „ძლიერი წინააღმდეგობას“ ალიანსში უკრაინის გაწევრიანების მიმართ.
„საბოლოოდ, უკრაინის ნატო-ში მოწვევა მოკავშირეების გადაწყვეტილება იქნება“, - დასძინა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გაიხსენა ვილნიუსში გასული წლის სამიტის მოვლენები, როდესაც უკრაინული მხარის საჯარო კრიტიკის მიუხედავად, კიევსაც უარი უთხრეს წევრობის მიწვევაზე.
"უკრაინელები საკმაოდ გაღიზიანდნენ, როდესაც მივიდნენ დასკვნამდე, რომ კარი [ნატო-ს] ღია იყო, მაგრამ არა იმდენად ღია. ვფიქრობ, ვაშინგტონის სამიტის სცენარი იგივეა", - განაცხადა მაკრონმა.