ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია, ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიას და ოპოზიციას, დასავლელი მეგობრები კი არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან.
„ხელისუფლება როდესაც ღია ანტიდასავლურ კამპანიას ეწევა, ბუნებრივია, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, რომლებიც წლებია, ამ ქვეყანას უდგანან გვერდით და ქვეყნის მიტოვებას არ აპირებენ, თავიანთ დახმარებას სწორედ იმ სექტორებზე მიმართავენ, ვის წინააღმდეგაც ბარიერების გამოყენებას ხელისუფლება არ იშურებს. ხელისუფლება თავს ესხმის როგორც არასამთავრობო სექტორს, ასევე მედიასა და ოპოზიციას. ამ ვითარებაში ჩვენი მეგობრები, რომლებიც ქვეყანას გვერდით უდგანან, არასამთავრობო სექტორსა და მედიას გაძლიერებაში დაეხმარებიან.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილ 30 მილიონი ევრო გაყინავს. ამავე დროს, მისი თქმით, ევროკავშირის პირდაპირი მხარდაჭერა იქნება გადატანილი საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისკენ.