დღეს, 10 იანვარს, ციურიხში "ოქროს ბურთის" მფლობელი დასახელდება. 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ფიფას და პოპულარულმა ფრანგული ჟურნალის მიერ დასახელებული 3 პრეტენდენტიდან ანდრეს ინიესტა, ხავი (ორივე ესპანეთი) და ლიონელ მესი (არგენტინა) იქნება შერჩეული.
თავად ეს სამეული 23 პრეტენდეტისგან შეარჩიეს: ხაბი ალონსო, იკერ კასილასი, სესკ ფაბრეგასი, კარლეს პუიოლი, დავიდ ვილა, (ყველა ესპანეთი), ჟულიო სეზარი, მაიკონი, დანი ალვეში (ბრაზილია), მიროსლავ კლოზე, ფილიპ ლამი, ტომას მიულერი, მესუტ იოზილი, ბასტიან შვაინშტაიგერი (გერმანია), არიენ რობენი, უესლი სნეიდერი (ჰოლანდია), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია), დიდიე დროგბა (კოტ დიუვარი), სამუელ ეტოო (კამერუნი), დიეგო ფორლანი (ურუგვაი), ასამოა გიანი (განა), ლიონელ მესი(არგენტინა).
მასალის გამოყენების პირობები