უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოსკოვში ჩავიდა.
უნგრეთის მთავრობის სპიკერის, ბერტალან ჰავასის თქმით, ორბანი მოსკოვში "სამშვიდობო მისიის" ფარგლებში ჩავიდა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, უნგრეთში იმყოფება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტოც.
მანამდე ორბანის დაგეგმილ ვიზიტს მოსკოვში ევროკავშირის ლიდერების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა. მაგალითად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უნგრეთს არ აქვს მანდატი, ევროკავშირის სახელით ჰქონდეს ჩართულობა რუსეთთან.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კი აღნიშნა, რომ ვიქტორ ორბანის მოსკოვში ვიზიტი შედგება მხოლოდ უნგრეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების და არა – ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის ფარგლებში.