კაიმანის კუნძულებს ქარიშხალი “ბერილo" დაატყდა თავს, რომელსაც ძლიერი წვიმა მოჰყვა, როდესაც ის იამაიკადან მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულისკენ მიემართებოდა.
ქარიშხალს ამ დროისთვის სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, მაგრამ ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, გაიზარდოს წყალდიდობისა და ძლიერი ქარის გამო.
როდესაც ქარიშხლის ცენტრმა იამაიკის სანაპიროზე გადაიარა, კუნძულზე ელექტროენერგია გაითიშა.
აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის (NHC) თანახმად, "ბერილმა", შესაძლოა, პარასკევს გამთენიისას მექსიკის იუკატანის ნახევარკუნძულს დაარტყას.
სინოპტიკოსების ცნობით, ქარიშხალი ვიდრე მექსიკის სანაპიროს მიაღწევს, გარკვეულწილად შესუსტდება, მაგრამ ქარიშხლის ძალა მაინც ექნება.