თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა. საქართველო და მისი დედაქალაქი სტრატეგიულ პარტნიორს ამ ფორმით ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს.
“ვულოცავთ ამერიკელ ხალხს და ჩვენს პარტნიორებს ამ ღირსშესანიშნავ თარიღს- დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 248-ე წლისთავს.
გისურვებთ კეთილდღეობას და მშვიდობას!” - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.