ილია მეორე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
პატრიარქსა და ფეხბურთელებს შორის შეხვედრა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში, საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა. ილია მეორემ ნაკრების ფეხბურთელები დალოცა.